27.12.2013 ქ.თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტომ მორიგ იუბილესთან დაკავშირებით წარჩინებული მეხანძრე-მაშველების დაჯილდოვება გამართა. ექსტრემალური სამსახურის თანამშრომლებს სიგელებთან ერთად საყოფაცხოვრებო ნივთებიც გადაეცათ. ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე.
25.12.2013 ქ.თბილისის მე-200 საჯარო სკოლაში თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტომ ჩაატარა ტაქტიკურ-სპეციალური ვარჯიში თემაზე: „მიწისძვრისას გამოწვეული ნგრევისა და ხანძრის შემთხვევაში ოპერატიული შტაბის მოქმედებები“.
23.12.2013 საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა -- მოსახლეობის საყოველთაო აუცილებელი სწავლება სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფებისაგან თავდაცვისათვის, ასევე მოქმედება მოწინააღმდეგის თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციისათვის. აქედან გამომდინარე, შესაძლო საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების წინასწარ დაგეგმვას პრევენციული ღონისძიებებთაგან უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება.
22.11.2013 თბილისის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად ჩაატარეს ტაქტიკურ-მეთოდური ვარჯიში, რომელიც ეხებოდა მომხდარ ინციდენტზე ორ უწყებას შორის კოორდინირებულ მოქმედებას.
13.11.2013 უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ წარმომადგენლები განათლების სამინისტროდან, გაეროს ბავშვთა ფონდიდან, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტიდან და ქ.თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოდან, რომელთაც სამთვიანი სწავლების შემდგომ სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში უსინათლოთა და მცირედმხედველთა N202 საჯარო სკოლაში ჩაატარა ტაქტიკურ სპეციალური ვარჯიში, რომელიც ეხებოდა სკოლის შენობიდან პედკოლექტივისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ევაკუაციას.