7.08.2014 ტყის მასივს საფრთხე აღარ ემუქრება. ხანძრის გავრცელების შემთხვევაში შესაძლებელი იყო პრობლემები შექმნოდა მოსახლეობასაც, თუმცა საგანგებო სააგენტოს თანამშრომლებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ოქროყანაში ცეცხლი ტყის მასივს ჰქონდა გაჩენილი, ადგილზე კი 30-მდე სახანძრო მანქანა და მეხანძრეები მუშაობდნენ.
30.07.2014 კომპანია Gulf Georgia-ს კუთვნილ ნავთობაზაზე ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. როგორც 112–ის პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძახება ფეიქების ქუჩაზე ხანძრის შესახებ 11:40 საათზე შევიდა, ადგილზე გაიგზავნა 10–მეტი სახანძრო მანქანა. „გალფის“ ნავთობმზიდის აფეთქებას 12 მანქანის აფეთქება მოჰყვა, დაიწვა 40-მდე ავზი. შემთხვევის შედეგად „გალფის“ ერთი თანამშრომელი დაშავდა. მეხანძრეებმა დროულად მოახდინეს ხანძრის ლოკალიზაცია, რაც შეეხება გამომწვევ მიზეზს, ამის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
12.06.2014 ქალაქში ზაფხულის ტემპერატურის მატებასთან ერთად გველების რაოდენობა გაიზარდა. საგანგებო სააგენტოში ბოლო ორი თვის განმავლობაში 200-მდე შეტყობინება შევიდა.
ტელეკომპანია „თრიალეთი“-ს საავტორო გადაცემა:
2.5.2014 შპს „ლუკოილ ჯორჯია“-ს წერილის საფუძველზე ქ.თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ლუკოილის თანამშრომლებს ჩაუტარდათ თეორიული და პრაკტიკული მეცადინეობები პირველადი სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში, რაზედაც გადაეცათ შესაბამისი მოწმობები.