30.12.2011 საახალწლო დღეებთან დაკავშირებით თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში სრული მზადყოფნაა გამოცხადებული.
26.12.2011 საქართველოს წამყვანი ტელეკომპანიები „რუსთავი-2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი გააშუქეს საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის იუბილე: „300-ზე მეტი გადარჩენილი სიცოცხლე -- ეს ქართველი მაშველების მიერ ურთულეს პირობებში შესრულებული სამუშაოს ერთწლიანი სტატისტიკაა...“
21.12.2011 თევდორე მღვდლის N44-ში მდებარე სამსართულიანი სახლში, რომელიც იტალიურ ეზოში მდებარეობს, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა 20 ბინა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, ხანძარს 21 სახანძრო მანქანა აქრობდა. გამოძახებიდან 5 წუთში სამაშველო ბრიგადები ადგილზე მივიდნენ. მოსახლეობის გამოყვანა ცეცხლმოდებული შენობიდან სახანძრო კიბეების საშუალებით მოხერხდა. დამწვარია 400 კვ.მეტრის ფართი, ასევე დაზიანებულია ეზოში მდგარი ავტომანქანები. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ყველაზე რეიტინგული ტოქშოუ „პროფილი“ მასპინძლობს თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს უფროსს თემურ გიორგაძეს, მაშველებს გიორგი კაპანაძეს, სოსო რობაქიძეს, და მაგათი გადარჩენილ მოქალაქეებს. წამყვანი - მაია ასათიანი.
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი თეიმურაზ გიორგაძე და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე სტუმრად საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის „ავტოპილოტის“ ეთერში არიან. წამყვანი - დავით მესხიშვილი:
1.11.2011 ნუმერაციის ახალი გეგმა, ფიქსირებულ ადგილობრივ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი 0X(X) ფორმატის მოკლე ნომრები 1XX(XXX) ფორმატით შეცვლას ითვალისწინებს.
სახანძრო - სამაშველო სამსახურის ტელეფონების ნომრები - 01 და 011, 111-ით იცვლება, საპატრულო პოლიციის 022, 122-ით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 03 და 033, 113-ით, გაზის საავარიო სამსახურის - 04, 114-ით, დაცვის პოლიციის ტელეფონის ნომერი - 025, 125-ით შეიცვლება.