28.12.2012 გიგი უგულავამ მეხანძრეებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ პირებს სიგელები
და საჩუქრები გადასცა.
შეხვედრაზე დედაქალაქის მერმა საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს თბილისის მერიის 2013 წლის მთავარ პრიორიტეტებზე, დაგეგმილი
პროექტების განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
31.10.2012 თბილისში ფალიაშვილის ქუჩის N81-ში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, მიუხედავად რთული პირობებისა, ხანძრის ლიკვიდირება მაინც დროულად მოხერხდა. ჩაქრობაში 14 ბრიგადა მონაწილეობდა. ცეცხლი, არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ბოლო, მე-6 სართულზე 200-300 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ბინის მეპატრონის, დალი ჩოხელის თქმით, მან სახლში სანთელი აანთო და შესაძლოა, ხანძარი აქედან გაჩნდა. ჩაქრობას ართულებდნენ კორპუსზე არსებული მიშენებები. ხანძრის შედეგად დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან.
მაროკოში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში ვეტერან სპორტსმენთა შორის. პლანეტის პირველობაზე 62 კოლოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ გიორგაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველი ადგილი დაიკავა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაურ სახვაძე გამოვიდა, რომელიც მესამე პოზიციაზე გავიდა. მაროკოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი, გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მასშტაბური
იყო.
მასში მონაწილეობა 35 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენმა მიიღო. ამავე ჩემპიონატის პარალელურად, მსაჯთა გადამზადების კურსები ჩატარდა, სადაც ოთარ ყურაშვილმა საერთაშორისო
ექსტრა-კლასის მსაჯის წოდება მიიღო.
ქ.თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს კოლექტივი ულოცავს გამარჯვებას ბატონ თეიმურაზს!